2026-11-14 13:08:06
რუსთავში 15 ნოემბერს მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ტემპერატურა მაქსიმალური +19° ხოლო მინიმალური +9°.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
"15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.