"თითქმის ულიფტოდ ვართ, ორი დღე იმუშავებს, მერე ფუჭდება"

2026-11-11 14:37:14

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონის N6ა კორპუსის, მე-4 სადარბაზოს მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა უთხრეს, მათ სადარბაზოში არსებული ლიფტი ხშირად ზიანდება. მათი თქმით, ლიფტის შესაკეთებლად თანხა ორჯერ ააგროვეს, თუმცა გაკეთებიდან რამდენიმე დღეში კვლავ გაფუჭდა.

"ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ლიფტზე. თითქმის ულიფტოდ ვართ, ორი დღე იმუშავებს, მერე ფუჭდება. ერთი კვირის წინ შევაგროვეთ 150 ლარი, დეტალი ვიყიდეთ, ორი დღე იმუშავა და ისევ გაფუჭებულია. ისევ გვეუბნებიან თანხა უნდა შეგროვდეს, რომ ლიფტი გაკეთდესო. მე-9 სართულზე ვცხოვრობ, 76 წლის ვარ და ვერც ექიმთან დავდივარ და ვერც ეზოში ჩავდივარ",- გვითხრა კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" ესაუბრა რუსთავის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ მისამართზე, ვანდალიზმის გამო ლიფტი ხშირად ზიანდება.

"აღნიშნულ მისამართზე, ვანდალიზმის შედეგად, ხშირად ზიანდება ლიფტი. ამ შემთხვევაშიც, ლიფტი განზრახ არის დაზიანებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონტრაქტორი კომპანია, კიდევ ერთხელ შეაკეთებს აღნიშნულ მისამართზე ვანდალურად დაზიანებულ ლიფტს.

,,რუსთავის კორპისი"  თხოვნით მომართავს მისახლეობას,  დაცვან ლიფტით სარგებლობის წესები და ნუ დააზიანებენ მას".