2026-11-09 19:11:02
რუსთაველმა მოკრივეებმა ნიკოლოზ ტალიაშვილმა და ნოდარ ციგრიაშვილმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
უჩა მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა ნიკოლოზ ტალიაშვილმა შეჯიბრებაზე 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ნოდარ ციგრიაშვილმა კი - 63 კგ წონით კატეგორიაში.
ორივე მათგანმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქეების დამარცხება შეძლო და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.