2026-11-07 18:29:50
რუსთავში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი 50 წლამდე კაცს დაეჯახა.
კაცის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში უთხრეს, სადაც პაციენტი შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, დაშავებული რეანიმაციაშია და მართვით სუნთქვაზეა.
"მას აღენიშნება მხრის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. კაცი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში",- აცხადებენ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 დღის წინ ცენტრალურ ხიდზე მოხდა.