ხანძარი რუსთავში

2026-11-01 10:10:10

ხანძარი რუსთავში 

 "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, #15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა. ადგილობრივების თქმით მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.