რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ

2026-10-16 20:27:29

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა.

ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.