2026-10-15 15:45:13
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა რუსთაველი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მოპედი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც მოპედის მძღოლი, ვალერი იმედაშვილი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი “გლოვოს” კურიერად მუშაობდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.