რუსთაველი სპორტსმენების წარმატება კუნგფუს ჭიდაობაში-შუაიჯაოში

2026-10-10 15:55:50

რუსთაველი სპორტსმენების საერთაშორისო წარმატება კუნგფუს ჭიდაობაში-შუაიჯაოში.

იტალიაში, ონტესილვანოში გამართულ მსოფლიოჩემპიონატზე მოასპარეზე რუსთაველმა სპრტსმენებმა სალომე მუზაშვილმა და ნინი მიგრიალუმა კუნგფუს ჭიდაობა შუაიჯაო-ში დაამარცხეს იტალიელი გერმანელი და ესპანელი მოწინააღმდეგეები.

ეთერ ბერიძეს მიერ გაწვრთნილმა, სალომე მუზაშვილმა (52 კგწონით კატეგორიაში) ოქროს მედალი მოიპოვა  და პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელიც საქართველოდან სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ასპარეზზე მუზაშვილთან ერთან  ასევე ჩემპიონი გახდა ნინი მიგრიაული (65 კგ. წონით კატეგორიაში)