ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2026-10-10 11:17:37

რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, N17 სკოლის მიმდებარე ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.