2026-10-01 20:08:56
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში განათლების მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, დეპუტატი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი და რუსთავის მერი სკოლის მოსწავლეების მშობლებს და პედაგოგებს შეხვდნენ.
აღნიშნული კითხვით, თუ რატომ არ გამოცხადდა ტენდერი და რატომ არ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" განათლების მინისტრს მეორედ მიმართა.
რუსთავის N1, 2, 3 სკოლების რეაბილიტაციის ტენდერებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რომ სკოლების სრულ რეაბილიტაციას და ექსპლუატაციაში მიცემას 3 წლიანი პერიოდი დასჭირდება.
"ინფრასტრუქტურის სააგენტომ გააჟღერა ინფორმაცია რომ სკოლების დემონტაჟს და მშნებელობას 3 წლიანი პერიოდი დასჭირდება. ისევე როგორც კონკრეტულ სკოლაზე (16 სკოლა) ითქვა, რომ ტენდერი თითქმის დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულება რომ უკვე დაიწყოს სამუშაოები. რამდენიმე სკოლაზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მათი დასრულებისთანავე სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერებს", - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
აღნიშნულ საკითხე ასევე ისაუბრა რუსთაველმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და განაცხადა, რომ სკოლების სიძველემ გამოიწვია მათი დღევანდელი მდგომარეობა.
"ზოგადად რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სკოლები კონცენტრირებულად არის ძველ რუსთავში და ძველი რუსთავი მოგეხსენებათ რომ ძველი და ისტროიული ნაწილი არის ჩვენი ქალაქის. შესაბამისად უფრო ამორტიზირებული იყო სკოლები და ამანაც განაპირობა მათი სარეაბილიტაციო მდგომარეობა. აქვე მინდა ითქვას რომ ყველაზე მთავარია ჩვენი შვილების უსაფრთხოება და მე როგორც მეორე სკოლის მშობელი ვაცხადებ რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. მესმის რომ დიდ მოთმინებასთან და უხერხულობასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა სხვანაირად სამშენებლო პროცესი ვერ განხორციელდება",- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
"ინფო რუსთავთან" N2 სკოლის მშობელი აცხადებს, რომ შეხვედრაზე კითხვებზე კონკრეტული პასუხები მიიღეს და მისი მთავარი მოთხოვნა არის სწავლის გრაფიკის შეცვლა.
"კითხვებზე მივიღეთ კონკრეტული პასუხები. უბრალოდ ჩვენი სკოლა (N2) მოგეხსენებათ რომ ორი წელია უკვე ბავშვები დადიან სხვა სკოლაში. მოსწავლეების გაკვეთილები ისწყება სამის ნახევარზე და ეს გრაფიკი სრულიად მიუღებელია. წლოვანებიდან გამომდინარე მორგებული არ არის. ესეც იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რადგან დამატებით 3 წელი ბავშვებს უკვე 5 წელს უხდის სხვა სკოლაში. ჩვენ ვითხოვეთ და იმედი გვაქვს, რომ გამოგვეყოფა ფართი და მოსწავლეებს მიეცემათ ადეკვატური განათლება. მიუღებელია ის გრაფიკი რითითაც ახლა სწავლობენ. ბავშვებს გაკვეთლები 7 სააათზე და 8 საათზე უმთავრდებათ და ეს ძნელია. კონკრეტული პასუხი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღზე არ მიგვიღია მაგრამ ვიმედოვნებთ რომ დაიწყებენ მაგ კუთხით მუშაობას", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, შორენა ბაღაშვილმა.
"ინფო რუსთავის" კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა მგფ-ის წარმომადგენელმა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.