ვინ იმგზავრებს რუსთავის ტრანსპორტით ნახევარ ფასად

2026-10-01 19:03:15

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და საპირისპირო გზაზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფისთვის მგზავრობის შეღავათიანი და უფასო ტარიფები მოქმედებს.

სტანდარტული მგზავრობის ღირებულება 2.50 ლარს შეადგენს, ხოლო გადახდა ხორციელდება „რუსთავის ბარათით“ ან ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათით.

უფასო მგზავრობით სარგებლობენ:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვეთრად გამოხატული პირები (მკვეთრი შშმ) და მათთან თანმხლები პირები;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

შეღავათიანი (სუბსიდირებული) ტარიფით სარგებლობენ:

სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები: ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით — 1.50 ლარით;

პენსიონერები: რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პენსიონერებისთვის მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარს შეადგენს;

სოციალურად დაუცველი პირები: რუსთავში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) არ აღემატება დადგენილ ზღვარს, სარგებლობენ შემცირებული ტარიფით.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე.

ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50%-ს ყოველი გადახდისას დაიბრუნებენ.

შესაბამისად ადამიანები თიბისი ბარათის სარგებლობის შემთხვევაში, რუსთავი-თილისის ავტობუსთ მგზავრობას 1,25 ლარად შეძლებენ, რუსთავი-ისნის ავტობუსით მგზავრობას 0,75 თეთრად, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას 0,25 თეთრად.