ავარია რუსთავის ცენტრალურ მოედანზე [Video]

2026-10-01 23:49:47

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [Video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, შოთა რუსთაველის მოედანზე ერთმანეთს "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ჰარლი დევიდსონის" მაკრის მოტოციკლეტი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი.
29 წლის მამაკაცს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე გაუწია დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.