2026-10-01 17:09:08
წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის KIABI-ს საბავშვო ფორმატის ფილიალი რუსთავი მოლში, 1 ოქტომბერს გაიხსნა
ფილიალში წარმოდგენილია 0-14 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექცია, რომელიც გამოირჩევა კომფორტით, ხარისხითა და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასით.
KIABI ცნობილი ფრანგული ტანსაცმლის ბრენდია მთელი ოჯახისთვის. რუსთავში ბრენდმა საქართველოში მესამე მაღაზია გახსნა და ქვეყანაში შემდგომ სწრაფ განვითარებას გეგმავს. ბრენდის მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის პროდუქცია საუკეთესო ფასებში და შექმნას კომფორტული სივრცე მთელი ოჯახის შოპინგისთვის.
რუსთავის ფილიალში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ბავშვთა მრავალფეროვანი კოლექცია და ისარგებლოს ბრენდის განსაკუთრებული ლოიალობის პროგრამით. ონლაინ შოპინგი მარტივად შესაძლებელია KIABI.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია ბრენდის სრული კოლექცია.
საქართველოში KIABI-ის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია GTEX, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ინდუსტრიის 9 გლობალურ ბრენდს და ოპერირებას უწევს 35-ზე მეტ მაღაზიას.
KIABI-ს შესახებ:
დაარსდა 1978 წელს საფრანგეთში, KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში — პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. ბრენდი წარმოდგენილია 40 ქვეყანაში, 647 ფილიალით. KIABI ორიენტირებულია ხელმისაწვდომ ფასზე, თანამედროვე და მდგრად მოდაზე და თითქმის 50 წელია აერთიანებს თანამშრომლებს, პარტნიორებსა და ოჯახებს.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია WWW.KIABI.ge -ზე