2026-09-28 18:10:06
რუსთავში ორი 32 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსთავის მე-8 მოწვევის საკრებულოს მე-13 სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა 2023 წლის 24 თებერვლის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანას უყარეს კენჭი.
ცვლილების მიხედვით, 21-ე მიკრორაიონისა და მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ სამშენებლო კომპანია "ლენდმარკი" ოთხი 12 სართულიანი კორპუსის ნაცვლად ორ 32 სართულიან კორპუსს აშეენებს.
"აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2023 წელს დამტკიცებული იყო განაშენიანების დეტალური გეგმა. გდგ-ში შევიდა ცვლილება, შეიცვალა ასაშენებელი შენობა-ნაგებობების სართულიანობა. წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს შენობების სართულიანობისა და რაოდენობების შეცვლას. კონკრეტულად კი, ასაშენებელი ოთხი 12 სართულიანი შენობის ნაცვლად აშენდება ორი 32 სართულიანი საცხოვრებელი სახლი",- განაცხადა საკითხის მომხსენებელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა.