2026-09-27 17:44:02
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავისკენ მომავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.