რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2026-09-23 00:06:17

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.