2026-09-17 16:02:17
ძველ რუსთავში დღეს, 20:30 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას გამზირზე, ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე და რუსთაველის და ფიროსმანის ქუჩებზე ნაწილობრივ.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით, 18 სექტემბერს, რუსთავში, სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების სამზადისთან დაკავშირებით, დღეს, 20:30 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას გამზირზე, ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე და რუსთაველის და ფიროსმანის ქუჩებზე ნაწილობრივ.
რუსთავის მერია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.