რუსთავში მოსახლეობას უსიამოვნო სუნი ისევ აწუხებს

2026-09-13 15:05:28

რუსთაველებს გასული 3 დღის განმავლობაში უსიამოვნო სუნი აწუხებთ.

"ინფო რუსთავს"  მოსახლეობა დაუკავშირდა და აცნობა რომ მე-8, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე მკ/რ ების, ტაშკენტის და ლეონიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით საღამოს საათებში უსიამოვნო სუნი იგრძნობა.

მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განცხადებებს აქვეყნებს. ამ მომენტისთვის უცნობია სუნის გამომწვევი მიზეზი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი",  გარემოს დაცვით ზედამხედველობაში ცდილობს გაარკვიოს სუნის გამომწვევი მიზეზი.