2026-09-08 12:24:04
რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს გაზი არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ გაზ ჯორჯიაში განუცხადეს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მე-16, მე-18, მე-19 მკ/რ-ებს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. მათი ინფორმაციით კომპანია "GWP"-მ სამუშაოების შესრულების დროს დააზიანა მილი და ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, 12:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება აბონენტების ნაწილისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება