2026-08-31 13:50:26
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველის მოედანზე ერთმანეთს "ტესლასა" და "მერსედესის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც "ტესლა" წრიულზე არსებულ ერთ-ერთ კუნძულზე ავარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.