2026-08-27 17:16:07
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 50 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვის კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბრალდებული არასრულწლოვნის ადოკატმა, ალი ბადიროვმა განუცხადა, არსებითი განხილვის მესამე პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის იყო 2 ექსპერტი და დაკავებულის ოჯახის წევრები, რომლებმაც ვერ უარყვეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.
"4 მოწმე დაიკითხა მათ შორის ორი იყო ექსპერტი,მათ ვერ უარყვეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. დაიკითხა შემთხვევის ადგილის დამთვალიერებლი გამომძიებელი, მან დაადასტურა, რომ აბაზანაში დაინახა სისხლი რადგან შემთხვევისას ბავშვი რაღაც მომენტში აბაზანაში იყო ჩაკეტილი. ასევე დაიკითხა დაკავებულის ძმა და ბიძაშვილი, ადგილზე იყვნენ მისულები და ბრალდებულს გაესაუბრნენ. არასრულწლოვანის ძმამ განაცხადა, რომ მოკლული თავის სახლში მოტყუებით მისი მეგობრების მიყვანასაც ცდილობდა. აშკარად ცნობილია რომ 50 წლის კაცი მოძალადე და პედოფილი იყო. შემდეგ პროცესზე ვაპირებთ კიდევ დავაყენოთ გირაოს შუამდგომლობა",- გვითხრა ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, ალი ბადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 5 ივნისს დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. 16 წლის ბიჭმა 50 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციას დაურეკა, დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. არასრულწლოვანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მოკლულმა მას თავისუფლება აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.