რუსთავში ავარიის დროს მოტოციკლი მძღოლი დაშავდა

2026-08-24 17:16:13

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, მოთავსებულია ინტენსიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და სტაბილურად ფასდება.