რუსთავის რომელი საწარმოები მოიხმარენ ყველაზე მეტ ელ. ენერგიას

2026-08-22 15:29:33

2026 წლის 7 თვეში საქართველოში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 8.797 მლრდ კვტ.სთ შეადგინა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, იანვარ-ივლისში მოხმარებული 8.797 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიიდან 22%, პირდაპირ მომხმარებლებზე, იგივე კომპანიებზე მოდის.

იმ კომპანიების ათეულში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, 4 რუსთავში არსებული საწარმოა.

1. "რუსთავის აზოტი" - 140.5 მლნ კვტ.სთ

2. "ქართული ცემენტი" - 113.4 მლნ კვტ.სთ

3. "ჯეოსთილი" - 90.6 მლნ კვტ.სთ

4. "რუსთავის ფოლადი" - 82.2 მლნ კვტ.სთ