2026-08-21 11:19:19
1 სექტმბრიდან N7 და N18 საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყება.
მშობლები ფორმების შეძენას მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით შეძლებენ.
თუმცა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორებს უფასოდ მიიღებს:
• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია.
• მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები.
• მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები.
• მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები.
• თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები.
• უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ჩაირიცხნენ საქართველოს საჯარო სკოლებში.