ქონების სააგენტო რუსთავში 10 413.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ყიდის

2026-08-17 11:14:24

რუსთავში სააკაძის ქუჩა N12-ის მიმდებარედ 10 413.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება.

სახელმწიფო ქონების საწყისი ღირებულება 1 845 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი 5 000 ლარი.

აუქციონი 13 აგვისტოს გამოცხადდა და 27 აგვისტოს სრულდება.

საპრივატიზებო ობიექტის მიმაგრებულ ფაილშვი ვკითხულობთ:

1. ქალაქ რუსთავში, სააკაძის ქუჩა N12-ის მიმდებარედ 10413.00 კვ.მ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N02.05.06.853) პრივატიზება
განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 1 845 000 ლარის ოდენობით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 184 500 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5000 ლარით.

3.მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4.დამტკიცდეს საინფორმაციო საშუალებებში განსათავსებელი აუქციონის ჩატარების
შესახებ განცხადება (თან ერთვის) და დაევალოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების 8/13/2026 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/63af0c7b-cdca-4e8a-a432-9c5e331cf101.html 2/2 დეპარტამენტს შესაბამისი განცხადების გამოქვეყნება კანონით დადგენილი წესით.

5. საპრივატიზებო ქონება განისაზღვროს სახელმწიფო მნიშვნელობის ქონებად.

6.წინამდებარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში
(მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს N1) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კანონით
დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში