2026-08-15 23:40:01
რუსთავში, არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაფიქსირდა. 15 წლამდე ბიჭი 25 წლამდე ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა. გოგოს მხრიდან მკვეთრი რეაგირების შემდეგ მოზარდმა სადარბაზო სწრაფად დატოვა.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა არასრუწლოვანის იდენტიფიცირება მალევე მოახერხეს და დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.