რუსთავში 3000-მდე აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება 5 საათით შეეზღუდება

2026-08-14 18:33:38

რუსთავში 3000-მდე აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით 15 აგვისტოს 16:35 საათიდან 21:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თოდრიას, კლდიაშვილის, თოდრიას I ჩიხი, შევჩენკოს, 9 ძ/ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, უჩიშვილის ქ., გურამიშვილის, მეგობრობის, სანაპიროს ქუჩის მ/ტ, მტკვრის მარცხენა სანაპირო, ტყე-ჭალის ტერიტორიზე.