2026-08-13 00:17:17
რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთერთ სასტუმროში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ ნომერში ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
სამართალდამცავებმა 30 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.