რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს

2026-08-07 19:18:49

რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XXI მიკრორაიონში სამართალდამცავებმა 30 წლამდე კაცი გადამოწმების მიზნით გააჩერეს. ახალგაზრდა პირადი ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს.

პოლიციამ პირი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.