2026-08-05 23:19:06
მთელ რუსთავს წყალმომარაგება ეტაპობრივად 1 საათის განმავლობაში აღუდგება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კომპანია ჯივიპი რუსთავში განუცხადეს.
მათი ცნობით, ხრამის სათავე ნაგებობას ელ. ენერგიის მიწოდება აღუდგა, მუშაობა განაახლა სატუმბმა აგრეგატებმა და აბონენტებს წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.