რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

2026-08-05 23:44:57

რუსთავში, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 37 წლის კაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. გარდაცვლილი კაცი გამთენიისას გამვლელებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.