რუსთაველი, დაჩი გაჩეჩილაძე გერმანიის კერძო უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას

2026-08-03 15:26:30

რუსთაველი აბიტურიენტი, დაჩი გაჩეჩილაძე, გერმანიის წამყვან კერძო უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ 6 ამერიკულ და 1 ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

აბიტურიენტმა ევროპული უნივერსიტეტი აირჩია და ქალაქ ბრემენში, "Constructor University"-ში 85%-იანი დაფინანსებით, ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას.

"ჩავაბარე IELTS - ინგლისურის საერთაშორისო გამოცდა და SAT. ასევე გავაგზავნე ჩემი CV და სარეკოკენდაციო წერილები. ჩეულებრივ გავაგზავნე წერილი ჩემი წარმატებების შესახებ და მაგის მიხედვით ამირჩიეს. ვისწავლი ელექტროინჟინერიაზე. ვვარაუდობ რომ მაგისტრზე მანდ არ გავაგრძელებ მაგრამ ბაკალავრიატს სრულად დავხურავ. 20 ათასი ღირდა სწავლა და დამიფინანსდა 17 ათასი ანუ 85%",- განაცხადა დაჩი გაჩეჩილაძემ  "ინფო რუსთავთან" საუბრისას.