2026-07-23 13:28:50
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იცვლება რუსთავი-თბილისის მუნიციპალური, N23 და N24 ავტობუსების მარშრუტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
"რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას, N23 ავტობუსი, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს სანაპიროს ქუჩაზე და გმირთა მოედნიდან, ვარაზის ხევის გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე.
თბილისიდან რუსთავისკენ მომავალი N23 ავტობუსი, ფილარმონიიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და მოძრაობას, სანაპიროს ქუჩის გავლით გააგრძელებს.
მარშრუტი N24, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, იმოძრავებს სანაპიროს ქუჩის გავლით და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებს გადაადგილებას.
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, კი N24 ავტობუსი, ვარაზის ხევისა და რუსთაველის გამზირის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან, მოძრაობას გააგრძელებს სანაპიროს ქუჩის მიმართულებით",- ნათქვამია განცხადებაში.