2026-07-16 12:20:15
რუსთავში სხვადასხვა მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციისთვის ქალაქის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი 36 ლიფტის რეაბილიტაციას 1 470 858 ლარად გეგმავს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ (სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 7 ობიექტზე სამუშაოთა წარმოება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ მისამართებზე იგეგმება ლიფტების რეაბილიტაცია.
შეგახსნებეთ, რომ 130 ლიფტის რეაბილიტაციისთვის მანამდე ორი, 5 333 958 ლარის ღირებულების ელ. ტენდერი იყო გამოცხადებული.