როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა

2026-07-16 11:10:38

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარიის დროს დაშავებული ქვეითის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც დაშავებული ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, ქალს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, გაეწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც კლინიკიდან გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა, რა დროსაც ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.