რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2026-07-09 20:25:14

10 ივლისს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 10 ივლისის დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.   

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 ივლისს დილის 11:00 საათიდან, 11 ივლისის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ქალაქ რუსთავში -  XII, XVI, XXI მიკრო რაიონებს, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ღლონტის, ახვლედიანის, კაკაბაძის, ჩერკასკისა და მოდებაძის ქუჩებს, სანაპიროს ქუჩა N1-67, ლეონიძის  ქუჩა N12, 16, 18, 20, 22, 26, 28, 30, 32, წულიკიძის, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩებს, გასასვლელებსა და ჩიხებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.