2026-07-05 14:17:09
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამგორის ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.