რუსთავის მუზეუმში აუდიოდისკრიფციის სისტემა დაინერგა

2026-07-02 13:19:42

საქართველოში პირველად რუსთავის ისტორიულ მუზეუმში აუდიოდისკრიფციის სტანდარტი დაინერგა.

პროფესიული აუდიოდისკრიფცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. ინიციატივა რუსთავის საკრებულოს ეკუთნის, ხოლო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ განახორციელა.

პროექტის "რუსთავის ისტორიული მუზეუმი - სივრცე, რომელიც ყველას ეკუთვნის“ პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, უსინათლოთა კავშირის და მუზეუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აუდიოდისკრიფციის სისტემა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და  უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს სივრცის, ობიექტების, არტეფაქტების და ვიზუალური დეტალების აღქმაში დაეხმარება.