2026-07-01 17:23:46
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დღის ექიმმა, ნინო რამიშვილმა განგვიცხადა, პაციენტი ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა.
"ჩატარებულია შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. უგრძელდება მკურნალობა, დაკვირვებად დინამიკაში და ინტენსიურ მეთვალყურეობის ქვეშაა",- გვითხრა ექიმმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მიმდინარეობს გამოძიება.