რუსთავის მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული

2026-06-29 15:41:53

რუსთავში ეკონომიკურად აქტიური 62 712 ადამიანი ცხოვრობს.

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2024 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით, რუსთავში 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა 104,571 ადამინისგან შედგება, დასაქმებულია 53 340.

დაქირავებით მომუშავეა - 42 856; 

საკუთარი/კერძო საქმის (ბიზნესი) მქონე, დაქირავებული მუშაკებით - 1809;

საკუთარი/კერძო საქმის (ბიზნესის) მქონე, დაქირავებული მუშაკების გარეშე - 7606;

ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში დამხმარე - 787.

კოოპერატივის წევრი - 35;

პირი, რომელიც არ კლასიფიცირდება დასაქმების სტატუსის მიხედვით - 247;

უმუშევარი - 9372;

ეკონომიკურად არააქტიური - 38 932;

არ არის მითითებული ეკონომიკური აქტიურობის შესახებ - 2927.

დასაქმებულთა შორის 27 659 კაცია, ხოლო 25 681 ქალი.