2026-06-29 15:17:50
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსთავის მოსახლეობა 132 047 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორისაც 61 978 - კაცია, 70 069 - ქალი.
საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა რეგიონების მიხედვით 10 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლების დონის სტატისტიკური მონაცემებიც.
საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქალაქში 10 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა 115 249 შეადგენს, ხოლო უმაღლესი განათლება 38 355 ადამიანს აქვს მიღებული.
პროფესიული - 20 941 რუსთაველს;
სრული ზოგადი განათლება (საშუალო განათლება) - 33 769;
საბაზო ზოგადი განათლება - 6617
დაწყებითი ზოგადი განათლება - 6930;
არა აქვს დაწყებითი განათლება, მაგრამ შეუძლია წერა და კითხვა - 5093;
წერა-კითხვის უცოდინარი - 53
არ არის მითითებული - 3,491.
საქსტატის მონაცემებითვე, უმაღლესი განათლების მქონე 38 355 ადამიანს შორის 15 663 კაცია, ხოლო 22 692 ქალი.