რუსთავი-თბილისის მიწისზედა მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის ტენდერი გამოცხადდა

2026-06-25 19:29:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) რუსთავი-თბილისის მიწისზედა მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი მოიცავს, თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის, ასევე თბილისი-აეროპორტის მიწისზედა საქალაქო მატარებლის, სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის შერჩევა დასაბუთებას.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის სახით არის გამოყოფილი.

კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა.

კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით.

ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. 

საბოლოო ანგარიში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღებ საინვესტიციო პაკეტს უნდა წარმოადგენდეს და გახდეს საფუძველი თბილისის მიწისზედა მეტროსა და საქალაქო მატარებლის სისტემის, შესაძლო დაფინანსებისა და განხორციელებისთვის.

საკონსულტაციო კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენისთვის ვადა 13 ივლისამდე აქვთ.