2026-06-25 18:28:27
რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა პაატა პაატიშვილმა განუცხადა, პაციენტი გადაყვანილია პალატაში.
"მდგომარეობა გაუმჯობესდა, არის დადებითი დინამიკა და გადაყვანილია პალატაში",- აცხადებს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი.
მამაკაცი განაგრძობს მკურნალობას.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ კოსტავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.