რუსთავში ჯიხურს ავტომობილი დაეჯახა [Photo]

2026-06-13 18:36:36

რუსთავში ჯიხურს ავტომობილი დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და პურის ჯიხურს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ჯიხური შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.