რუსთავში ავტომობილიდან 15000 ლარამდე მოიპარეს

2026-06-13 18:24:11

რუსთავში ავტომობილიდან 15000 ლარამდე მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ავტობაზრობაზე, "შევროლეტი"-ს მარკის ავტომობილიდან 45 წლამდე კაცმა დიდი ოდენობით თანხა მოიპარა.

პოლიციამ დროულად მოახდინა პირის იდენტიფიცირება და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.