რუსთავში კონკურს-ფესტივალი "ქართული" იწყება

2026-06-09 17:45:46

10 ივნისს რუსთავში კონკურს-ფესტივალი "ქართული" იწყება.

კონკურსი ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში 21:00 საათზე ქართული საგალობლებით გაიხსნება.

წელს  „ქართულში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ანსამბლების გარდა,  ქართული დიასპორებიც ჩაერთვებიან. საფესტივალო სცენაზე  შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან  ჩამოსული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლებიც წარდგებიან.

პირველ დღეს სპეციალურად "ქართულისთვის" შექმნილი პერფორმანსით, სცენაზე წარდგებიან ანსამბლები: "თუთარჩელა", "მე რუსთველი", "შავნაბადა" და  ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჯავარი".

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, კახაბერის და ხანუმების შოუ-პროგრამა დაასრილებს. დაგეგმილია ქორეოგრაფიული ანსამბლის "ალიბის" ვარსკვლავის გახსნაც.

წელს ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 20 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 30 ანსამბლი და 3000 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.