რუსთავში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [photo]

2026-05-25 00:16:46

რუსთავში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

წყლის დიდი ნაკადის გამო დატბორილია როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო ქუჩები.

დატბორილია ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი, კოსტავას გამზირი და ფიროსმანის ქუჩა.

ინტენსიური წვიმის გამო სანიაღვრე ქსელი წყლის დიდი ნაკადის სწრაფად გატარებას ვერ ასწრებს.