რუსთავში 2000-მდე აბონენტს დენი 3 საათით გაეთიშება

2026-05-24 12:07:23

რუსთავში 2000-მდე აბონენტს დენი 3 საათით გაეთიშება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 25 მაისს 02:00 საათიდან 05:00 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: ფალიაშვილის, მეგობრობის, მეგობრობის II გას, ახმეტელის, მეგობრობის I გას, ფალიაშვილის მ/ტ, მესხიშვილის Iგას, მელიქიშვილის, ლომოურის ქ.

ასევე 12:00-დან 12:30 საათამდე: მშენებელთა, ლემშვენიერა, მშვიდობის, მარის არხის III დას, მარის არხის I დას, გაგარინის, დ/გარეჯის, მარის არხის II დას, კოსტავას.