რუსთავში საცხოვრებელ კორპუსთან სახანძროს ეკიპაჟია მობილიზებული

2026-05-23 18:58:34

რუსთავში, მეგორბობის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი არის მობილიზებული.

მეგობრობის ქუჩის 23 ნომერთან არსებულ დენის ქვესადგურში დაკვამლიანება იყო.

კვამლი მოსახლეებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე მისამართზე ელექტრო ენერგიის მიწოდება ავარიულად შეიზღუდა.