რუსთავში რომელ ქუჩებზე ჩაუტარდება 100-მდე კორპუსს რეაბილიტაცია

2026-05-21 16:51:36

მუნიციპალური განვითარების ფონდი ძველ რუსთავში 100-მდე ძველი კორპუსის გამაგრება/რეაბილიტაციას გეგმავს.

რამდენიმე დღეში 3 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება კონსტიტუციის ქუჩაზე.

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მგფ 100-მდე კორპუსს რეაბილიტაციას ჩაუტარებს: ბათუმის, გიორგი ნიკოლაძის, სუმგაითელი მეტალურგების, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კონსტიტუციის, მშენებელთა, ასლანიკაშვილის, დონეცკელ მეტალურგთა, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის და 9 მაისის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ თქვა, სამუშაოები ეტაპობრივად წარიმართება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 70 000 000 ლარამდე არის გამოყოფილი.